“ცხოვრება დამინგრიეს…” – როგორ ცხოვრობს ქალი, რომელზეც წერდნენ, რომ პუგაჩოვასა და გალკინის ტყუპის სუროგატი დედაა

2010 წელს მომღერალმა ალა პუგაჩოვამ აქტიური კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მისი თქმით, არა მხოლოდ კონცერტებითა და გასტროლებით, არამედ საზოგადოების მხრიდან გადამეტებული ყურადღებით დაიღალა და მშვიდად ცხოვრება სურდა. როგორც აღმოჩნდა, ის პირად ცხოვრებაშიც სიახლეებს გეგმავდა. 2011 წელს მომღერალი მაქსიმ გალკინზე დაქორწინდა. 2013 წელს კი წყვილს ტყუპი – ლიზა და გარი შეეძინა. ალა პუგაჩოვა ამბობს, რომ კვერცხუჯრედი 50 წლის ასაკში, 1990-იანი წლების ბოლოს გაყინა და შემდგომ შვილების გაჩენა სუროგატი დედის დახმარებით მოახერხა. თუმცა, ამ საკითხზე მედიაში ყოველთვის არაერთი ჭორი ვრცელდებოდა.

ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი შვილებთან ერთად

ცოტა ხნის წინ პუგაჩოვასა და გალკინის შვილებთან დაკავშირებით კიდევ ერთი სკანდალი ატყდა. სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა რომან ხუდიაკოვმა ეჭვქვეშ დააყენა ის ფაქტი, რომ ვარსკვლავმა კვერცხები მართლაც გაიყინა. ყოფილმა პოლიტიკოსმა მიანიშნა, რომ იცის, ვინ არის ჰარის და ლიზას ნამდვილი ბიოლოგიური დედა, მაგრამ სახელი არ გაამხილა.

“გასაგებია, ვინ არის ბავშვების ნამდვილი დედა, მაგრამ მათი ოჯახის კარადიდან ჩონჩხებს ვინ გამოიტანს.” – დაწერა ყოფილმა დეპუტატმა.

აღსანიშნავია, რომ თავად ალასა და მაქსიმს ბრალდებაზე კომენტარები არ გაუკეთებიათ, თუმცა უკვე რამდენიმე წელია, მათი ოჯახის მიმართ ხმაურიანი განცხადებები არ წყდება. ინტერნეტში გავრცელდა ასევე იმ ქალის სახელი და გვარი, რომელმაც სუროგაციის გზით, სავარაუდოდ, პუგაჩოვასა და გალკინს შვილები გაუჩინა. კითხვის გაგრძელება