Advertise here

მამუკა მდინარაძემ და ,,ოცნების” წევრებმა ალეკო ელისაშვილს დედა აგინეს

“ქართული ოცნება” არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” რუსულ კანონს პარლამენტში ხელახლა აინიცირებს. განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა.

კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი ” უცხოური გავლენის აგენტი” იქნება, დანარჩენი სრულიად უცვლელია.

მდინარაძე ამბობს, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული.
ახალ ინიციატივას პარლამენტში საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ალეკო ელისაშვილმა ხელისუფლებას ,,მონები” უწოდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.