Advertise here

6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით,  იაპონიის ჩრდილოეთით მდებარე ივატესა და აომორთან 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ივატეს ჩრდილოეთ სანაპირო ნაწილი იყო.

მათივე ცნობით, გაფრთხილება მოსალოდნელი ცუნამის შესახებ არ გამოცხადებულა.