Advertise here

 „მე და რელიგია ვეღარ ვმეგობრობთ…ჩემი შვილი ამას არ იმსახურებდა, ასეთი ბავშვები ნამდვილად რჩეულები არიან“ – გიორგი ცინცაძე შვილზე

ალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ, 20 წლიანი სპორტული კარიერა დაასრულა.

იგი გადაცემა „ნოესთან“ სტუმარი იყო, სადაც სპორტზე, ოჯახზე, შვილებზე და ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე ისაუბრა.

„მე და რელიგია ვეღარ ვმეგობრობთ, ადრე რელიგიური ვიყავი, მამაოსთანაც დავდიოდი. როგორც ვცხოვრობ, საკმაოდ ქრისტიანულად, მაგრამ…

ჩემი უფროსი შვილი არასტანდარტული განვითარებისაა, მანდ ღმერთზე გავბრაზდი და მოხდა გარდატეხა.

პირველ რიგში, ჩემი შვილი არ იმსახურებდა… არა იმიტომ, რომ ჩემი შვილია, ძალიან კარგად ვართ, ისიც ბედნიერია, მაგრამ გაბრაზებული ვარ.

ასეთი ბავშვები ნამდვილად რჩეულები არიან და ჩემი დიდი სიყვარულია. 13 წლის ასაკში მართლა გენიოსია.

ნიჭიერია იმაში, რაც უყვარს, მე და შენ ჯიბეში ჩაგვისვამს,“ – ამბობს გიორგი ცინცაძე.